LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებას” ისევ შეუძლია იტვირთოს პასუხისმგებლობა”: ბიძინა ივანიშვილის სიტყვა

159
ბიძინა-ივანიშვილი

“ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარადგენს. ღონისძიება კოჯორში მიმდინარეობს. სიტყვით გამოვიდა პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. მან პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს.

„მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. მადლობა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს. მადლობა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო ვირუსისგან თავისუფალ მწვანე ზონად მოიხსენიება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კრიზისმა ყველას დაანახა, რომ „ქართული ოცნება“ სიმშვიდის, სტაბილურობის და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელია.

„ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ „ქართული ოცნება“ არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. მინდა, დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

“არავინაა ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს, ბევრია გასაკეთებელი, რომ ქვეყანამ განვითარება გააგრძელოს.
საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და “ნაციონალურ მოძრაობასაც” შეეხო:

„ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურებით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის კრიზისი აეცილებინა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი. გვახსოვს, როგორც გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს. სულ ახალახანს, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ რვაწლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

ხელისუფლების მთავარი ფიგურა მომავალ არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია:

“დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული ნაბიჯი ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება.
ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.

“ამ ქვეყანას “ოცნება” სჭირდება” – გიორგი გახარია გამარჯვებაში დარწმუნებულია

 

თუმცა ივანიშვილმა ხალხის გაჭირვებაც ახსენა:

 

„ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს. ამ გაჭირვების გამომწვევი ობიექტური მიზეზების განმარტება, მათ ყოფას ვერ აუმჯობესებს. ქვეყნის წინსვლას არა აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა. ხალხს მეტი სიცხადე სჭირდება, მეტი სიახლოვეა მათთან საჭირო.
სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა – სწორედ ეს იქნება „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება.

რას გააკეთებს “ოცნება” არჩევნების მოგების შემდეგ

 

ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელმა ახალ მოთხოვნებსა და ქვეყნის სამომავლო გზაზეც ისაუბრა:

„დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს გვიყენებს. გამოწვევები მართლაც ბევრია საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს.

მუდამ ერთგული ვართ, ვირჩევთ ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხი ურყევმა ნებამ განაპირობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს ამ საქმეში, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები