LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გააკეთებს “ოცნება” არჩევნების მოგების შემდეგ

133
1234

კოჯორში შეკრებილი “ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენასთან ერთად საკუთარ მიღწევებსა და არჩევნებში გამარჯვებაზე საუბრობს. პრემიერ მინისტრმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არსებული ხელისუფლება, რომელმაც უკვე მშვენივრად იცის რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა, ხოლო “ოცნების” ხელისუფლებამ იცის როგორ დაძლიოს ახალი გამოწვევები. მეტიც, გიორი გახარია ოქტომბრის წარმატებაში დარწმუნებულია და უკვე პოსტსაარჩევნო საქმეებსაც გადაწვდა. აი რა ბრძანა პრემიერმა სამომავლო პრიორიტეტებზე:

“ამ ქვეყანას “ოცნება” სჭირდება” – გიორგი გახარია გამარჯვებაში დარწმუნებულია

„ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად, რათა ჩვენი მიზნების განხორციელება უზრუნველყოთ.
ეს მიზნებია:
სამუშაო ადგილები და ეკონომიკის გაძლიერება, კეთილდღეობა. არ არსებობს ქვეყნის კეთილდღეობა, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის გარეშე;
ქვეყნის დეოკუპაცია და ზრუნვა ჩვენს დევნილებზე, ყველაფრის გაკეთება, რათა მშვიდობიანად დავაბრუნოთ ისინი მშობლიურ სახლებში;
ჩვენი შვილები, ახალგაზრდობა და მათი განათლება;
ზრუნვა ჩვენს მოქალაქეზე, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება:
ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი, ღირსეული სიბერე;
კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები:
ბოლოს, როგორც ყველაფრის შედეგი, ღირსეული წევრობა დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები