LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ მამაკაცს კიევში 2 დღის შვილი დაეღუპა – მეორედ დევნილად ქცეული ოჯახის ტრაგედია

15865
Untitled design - 2022-03-09T181844.676

უკრაინაში მცხოვრებ ქართველ დევნილს ორი დღის შვილი დაეღუპა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი თორნიკე სირბილაძე აქვეყნებს სტატუსს.

„მინდა მოგიყვევთ უკრაინაში მეორედ დევნილად ქცეულ ქართველზე, არჩილ სურმანიძეზე და მის 2 დღის, ომს შეწირულ გიორგი სურმანიძეზე, რომელიც ჭურვების ქვეშ დაიბადა და 2 დღეში ისევ ცაში გაფრინდა .

არჩილი და ოლია მესამე ბიჭს ელოდებოდნენ, 33 კვირის იყო ოლია როცა ომი დაიწყო უკრაინაში, კიევში ცხოვრობდნენ, კიევის დაბომბვის გამო ოლიამ ძალიან დიდი სტრესი მიიღო და ნაადრევი მშობიარობის რისკის ასაცილებლად ის სამშობიაროში გადაიყვანეს და ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილიც მასთან იყვნენ

1 მარტს სამშობიარო დაიბომბა, რის გამოც მშობიარეების ჩაყვანა მოუწიათ ბუნკერში, სრულიად ორსულებისთვის შეუთავსებელ გარემოში სადაც დაიბადა გიორგი დედას მაღალი წნევა ჰქონდა რის გამოც ბავშვს განუვითარდა სუნთვის უკმარისობა და მხოლოდ 2 დღე იცოცხლა

ოლიას ტრომბი განუვითარდა, ის ახლა სიკვდილს ებრძვის და ცდილობს, რომ მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი არ დარჩეს დედის გარეშე,
ამ წუთს, იმყოფებიან ლვოვში და ოლიას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა ვარშავაში ან ახლოს მიმდებარე კლინიკაში, პოლონეთში, რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ეს ორი პატარაც არ დაობლდეს

არჩილის მეუღლე უმძიმეს მდგომარეობაშია, არ იცის შვილები დაამშვიდოს, საკუთარი თავი თუ ოლიას სიცოცხლე გადაარჩინოს
სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა.

ჩვენ ათობით და ასობით უკრაინის მოქალაქეს დავეხმარეთ და ახლა კიდევ ერთ ქართველს, ჩვენ ორ გზის დევნილ ადამიანს და მის ოჯახს ვჭირდებით“. – წერს Spend 4 Seasons in Georgia-ს ჯგუფში თორნიკე სირბილაძე.

შეგახსენებთ, უკრაინაში 24 თებერვალს საომარი მოქმედებები დაიწყო. ომის დაწყებიდან 14 დღე გავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 50 -მდე ბავშვია გარდაცვლილი და 70 ბავშვზე მეტი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g