წარმატებული ქართველი ახალგაზრდების სიას კიდევ ერთი შეემატა. თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, მურმან გურგენიძე აშშ-ში გააგრძელებს სწავლას. ინფორმაციას თავად თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მურმანი Carnegie Mellon University-ში ისწავლის ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე. მას სრულად დაუფინანსდება სწავლა და ასევე მიიღებს სტიპენდიასაც.