საქართველოს მოქალაქეს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ტურისტული მიზნებით შესვლა 15 დეკემბრიდან შეეძლება.

ახალი რეგულაციების თანახმად, 2020 წლის 15 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეგვიპტეში მიემგზავრებიან ტურისტული მიზნით და ფლობენ ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და შენგენის ზონის წევრი ქვეყნების მოქმედ და გამოყენებულ ვიზას, ეგვიპტის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში მიიღებენ ქვეყანაში შესვლის უფლებას.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ეგვიპტე ქართველი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტული მიმართულებას წარმოადგენდა.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები