LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი გოგონა ევროპაში ასტროფიზიკასა და კოსმოლოგიას შეისწავლის – მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა

143
mariam

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული მარიამ მჭედლიძე სწავლას აგრძელებს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე “Master program in Astrophysics and Space Science”. მან Erasmus Mundus სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ევროპის ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება: University of Rome “Tor Vergata” (იტალია), University of Bremen (გერმანია), Université Côte d’Azur (საფრანგეთი), University of Belgrade (სერბეთი).

მარიამის დიდი ინტერესი ასტროფიზიკა და კოსმოლოგიაა. სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს მომავალში საქმიანობის გაგრძელებას და როგორც თავად ამბობს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას მიღებული ცოდნა მის პროფესიულ ზრდას ძალიან დაეხმარება.

 

ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა

23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის 

ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს

„სადაც არ უნდა წავიდე, ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ“ – ქართველი გოგონას ამერიკული ცხოვრება და ინოვაციური სტარტაპი სან-ფრანცისკოში

ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა

თორნიკე ყიყიშვილმა ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე მენეჯერული პოსტი დაიკავა: „ვარ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რეკორდულად მოკლე დროში გაიარა გზა სტაჟიორობიდან მენეჯერობამდე“