LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მოსწავლეება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს

310
69090901-2429373410721067-7247600150556704768-n

კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვა: ნიკოლოზ ბირკაძემ – ოქროს, ხოლო თეიმურაზ თოლორაიამ და ბაქარ გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. მედლამდე ცოტა დააკლდა გუნდის მეოთხე წევრს დავით ხვედელიძეს.

გუნდს თან ახლდნენ მწვრთნელები: გუნდის ლიდერი პროფ. გიორგი მანდარია, ლიდერის მოადგილე ზაზა გამეზარდაშვილი და გუნდის ასისტენტი გურამ ქოთოლაშვილი. საერთაშორისო ოლიმპიადა 4-11 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში 88 ქვეყნის 327 მოსწავლე მონაწილეობდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ახალგაზრდებს გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g