სააღდგომო არდადეგების შემდეგ, უელსის პრინცი და პრინცესა მოვალეობების შესრულებას უბრუნდებიან. პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის პირველი ვიზიტი ბირმინგემში შედგა. მონარქები სხვადასხვა საწარმოს მფლობელებს შეხვდნენ და დაესწრნენ ღონისძიებას The Rectory, რომელიც ძველ საიუველირო კვარტალში გაიმართა.
პრინცი უილიამი ბირმინგემში ყავისფერ პიჯაკსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი. რაც ეხება მიდლტონს, ის ბრწყინავდა „კარენ მილენის“ ბორდოსფერ პლისე კაბაში. ანსამბლის ღირებულება 225 ამერიკული დოლარია. კაბას მან „სეზანე დინას“ საყურეები შეუხამა, რომელიც ქეითს მეუღლემ შობის დღეს აჩუქა.
ქეით მიდლტონი „ალექსანდრე მაკქუინის“ 1830 დოლარიან თეთრ პიჯაკში გამოჩნდა
ქეით მიდლტონი წვიმიან ამინდში „კეტრინ უოლკერის“ ულამაზეს ანსამბლში ბრწყინავდა
ქეით მიდლტონი „ერდემის” 3600 დოლარიან ორეულსა და პრინცესა დაიანას სამკაულით გამოჩნდა