LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურიამ შვილს დაბადების დღე ისევ წყნეთში გადაუხადა

48716
ketatofurianews191

ქეთა თოფურიამ ქალიშვილს, ოლივია გეიხმანს, დაბადების დღე წელსაც წყნეთში გადაუხადა. ქეთა თავის პატარა გოგონასთან, ყოფილ მეუღლესთან, ლევ გეიხმანთან და დედასთან, ნატა თოფურიასთან ერთად საქართველოში სპეციალურად ლივის დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა.

წვეულება ერთ-ერთმა საბავშვო წვეულებების ორგანიზატორმა კომპანიამ მოაწყო და დაბადების დღეზე სხვადასხვა ნაწარმოების გმირები ართობდნენ პატარებს.

ქეთამ შვილისთვის მოწყობილ ზეიმზე თავისი მეგობრები დაპატიჟა, მათ შორის ნატო დუმბაძე, თემურ თათარაშვილი, ნინი ქარსელაძე, გიგა კუხიანიძე, სალომე ღვინიაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები