ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი „ინსტაგრამზე“ წერს, რომ მას უცვლელი პოზიცია აქვს და საქართველოს ადგილი ევროპაშია.
ამასთან, ყველას მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა.
ქეთი მორაგბე დავით კაჭარავას მეორე ნახევარია, რომელმაც ე.წ. „რუსულ კანონს“ ხელი მოაწერა.
„ჩემი აზრი უცვლელია! საქართველოს ადგილი ევროპაშია და ევროპულ საქართველოში უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა…
გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა!..“