LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად საქართველოში ალბომზე მუშაობს

346
ქეთი-მელუა

ქეთი მელუა საქართველოშია. მან ისევ გორის ქალთა კამერულ გუნდს მიმართა, რომლებთან ერთადაც ერთი ალბომი უკვე ჩაწერილი აქვს და ევროპის გარეშემო ტურნეშიც არაერთგზის არის ნამყოფი. მათი თანამშრომლობა ისეთი წარმატებული გამოდგა, რომ სახელგანთქმულმა მომღერალმა კიდევ ერთი ალბომის ჩაწერა გადაწყვიტა, ისევ გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად.

ამჟამად ქეთიმ ქართული სტუდია „ლენო რეკორდსი“ აარჩია და თავის ლაივჩართვაში „ფეისბუქზე“ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ქართველი პროფესიონალების მისამართით, ასევე შეაქო ის გარემო, რაც „ლენო რეკორდსშია“ შექმნილი. ქეთისთან ერთად უცხოელი პროდიუსერების ჯგუფი მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები