LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი სიჭინავა: „გიორგი ნამდვილად განსხვავდება სტანდარტული ქართველი კაცისგან…“

1069
vashadze

პოლიტიკოს გიორგი ვაშაძეს ათწლიანი ქორწინება აკავშირებს ქეთი სიჭინავასთან. წყვილი ბედნიერად ცხოვრობს შვილებთან ერთად. ქეთი სიჭინავა ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა და აღნიშნა, რომ რადგან ახალგაზრდობიდან უცხოეთში სწავლობდა, ქართველი მეუღლე გვერდით ვერ წარმოედგინა – „ქართველებზე არც ისე კარგი წარმოდგენა მქონდა. საკმაოდ გააზრებულ ასაკში ვიყავი უცხოეთში და მივხვდი, რომ უცხოელი მამაკაცები უფრო კარგად უგებენ ქალებს, ეხმარებიან საოჯახო საქმიანობასა და ბავშვის აღზრდაში. ვენაში კაცს უფრო ხშირად ვხედავდი, რომელიც ბავშვს ასეირნებდა, ვიდრე ქალს. მათი ქართველი კაცებისგან განსხვავებულობა ყოველთვის თვალში მხვდებოდა. მაგრამ გიორგი ნამდვილად არ არის სტანდარტული ქართველი კაცი. არ აქვს კომპლექსები, რომლებიც ქართველ კაცებს აქვთ და ამან დიდი გავლენა იქონია.

გამოდის, რომ გიორგიმ შეგიცვალათ ქართველ კაცებზე წარმოდგენა?

არა, ქართველ მამაკაცებზე არ შემიცვლია წარმოდგენა, ვფიქრობ, რომ საკმაოდ განსხვავდებიან ევროპელებისგან, უბრალოდ, გიორგიში გამიმართლა (იცინის). ძალიან თანამედროვე მენტალიტეტი აქვს. მისი განვითარების დონე მეხმარება მასთან ურთიერთობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g