LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი წიკლაური: „რასაც დღეს ვუყურებ, საერთოდ ოჯახის ინსტიტუტი თუ არსებობს, საკითხავია…“

562
qetiwiklauri

თემურ წიკლაურის ქალიშვილი, მომღერალი ქეთი წიკლაური ოჯახის ინსტიტუტზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და ამბობს, რომ დღევანდელ დღეს, სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი ინგრევა:

თქვენს მშობლებს 50-წლიანი სიყვარულის ამბავი აკავშირებდათ. ალბათ, თქვენც მთელი ცხოვრება ასეთ სიყვარულს ეძებდით…

ასეთი სიყვარულის ისტორიები წინა საუკუნეში ხდებოდა. დღეს ასეთი მყარი ოჯახური ურთიერთობები ძნელად მოსაპოვებელია. მე მჯერა ასეთი ნამდვილი სიყვარულის, თუმცა, დღეს რასაც ვუყურებ, საერთოდ ოჯახის ინსტიტუტი თუ არსებობს, საკითხავია.

ანუ ოჯახის ინსტიტუტი ფუნქციას კარგავს?

ჩემ ირგვლივ უამრავი ოჯახია დანგრეული და ახლაც ინგრევა. რა თქმა უნდა, ქალების ოცნებებში თეთრი კაბა, ქორწილი და საქორწინო მოგზაურობა ძალიან რომანტიკულია, მერე კი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა. ჩემი მშობლების თაობას სხვა პოსტულატები ჰქონდა. მიჩვეულები იყვნენ კომპრომისებზე წასვლას, მოთმენას. ახლა დრო შეიცვალა და ყველა ეგოცენტრიკოსი გახდა.

უამრავი მასალა მაქვს: ფოტოები, კოსტიუმები, სიგელები… მინდა თემურ წიკლაურის სივრცე-მუზეუმის გაკეთება – ამ თემაზე ბევრი მიფიქრია: ქეთევან წიკლაური

ქეთი წიკლაური: „მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცმლით დავდივარ…“

ქეთი წიკლაური: „ხომ ვიცოდი უკვე, მაგრამ ეს წერილი, ოფიციალურად მოსული საკრებულოდან, ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები