LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამრავი მასალა მაქვს: ფოტოები, კოსტიუმები, სიგელები… მინდა თემურ წიკლაურის სივრცე-მუზეუმის გაკეთება – ამ თემაზე ბევრი მიფიქრია: ქეთევან წიკლაური

352
Temur wiklauri

თემურ წიკლაურის შვილი ქეთევან წიკლაური ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, თემურის პირადი ნივთები მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გახდა. როგორც ქეთი წიკლაური აცხადებს, ხშირად იცვამს მამის შარვალს, თან ატარებს ასევე მის ცხვირსახოცს…

ქეთევან წიკლაურის თქმით, მას მამის უამრავი მასალა, კერძოდ: ფოტოები, კოსტიუმები, სიგელები, ბიუსტები, ჟურნალ-გაზეთები, მამისადმი მიძღვნილი ნივთები, სიგელები, წერილები, დეპეშები და ლექსები აქვს, ამიტომ სურს, რომ ე.წ. „სივრცე-მუზეუმი“ გააკეთოს, სადაც ადამიანები ჩაის ან ყავას მიირთმევენ, იქვე კი თემურ წიკლაურის სიმღერები გაჟღერდება და საღამოები მოეწყობა ხოლმე.

ვიდეო: ერთი წელი გავიდა მამის გარდაცვალებიდან და რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ უარესად ვარ… ძალიან დიდი კავშირი მაქვს მამასთან – ქეთი წიკლაური

ქეთი წიკლაური: „მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტანსაცმლით დავდივარ…“

– გაქვთ რამე ნივთი დედ-მამისგან, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხილდებით?

– მამიკოს დეიდას ჰქონდა ეს თვისება, ყველაფერს აგროვებდა და გენეტიკურად ახლა მე მაქვს ჩვევად. უამრავი მასალა მაქვს: ფოტოები, კოსტიუმები, სიგელები, ბიუსტები, ჟურნალ-გაზეთები, მამისადმი მიძღვნილი ნივთები, სიგელები, წერილები, დეპეშები, ლექსები. ამასთან დაკავშირებით გეგმებიც დავსახე. გარდა ამისა, სტრესიდან შედარებით რომ გამოვედით, მამაზე წიგნის გამოცემაც გადავწყვიტეთ. წიგნის დაბეჭდვაზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში იყო ლაპარაკი, მაგრამ ის იმდენად მორიდებული პიროვნება გახლდათ, წიგნის გამოცემას სირცხვილად მიაჩნდა. მამას გარდაცვალების შემდეგ, არაერთი ლექსი შეიქმნა და ყველაფერი ეს იმ წიგნში იქნება თავმოყრილი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ.

ქეთი წიკლაური: „ხომ ვიცოდი უკვე, მაგრამ ეს წერილი, ოფიციალურად მოსული საკრებულოდან, ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა…“

– ანუ როგორც მივხვდი, თემურ წიკლაურის ბინა-მუზეუმის გაკეთებას გეგმავთ, სადაც მის ნივთებს გამოფენთ. დავწეროთ ამის შესახებ, იქნებ გამოჩნდნენ მხარდაჭერის მსურველნი…

– კი ბატონო… დიახ, თუმცა მინდა სივრცე-მუზეუმი უფრო იყოს, ვიდრე ბინა. არა ცივი გარემო, არამედ თბილი ადგილი, სადაც ადამიანი მივა, დაჯდება, ყავას, ჩაის დალევს. იქვე გაჟღერდება მამას სიმღერები, ეკრანზე კლიპები გავა, მოეწყობა საღამოები და ა.შ. ამ თემაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ ჯერ არაფერი დამიწერია და არც პროექტის სახით მაქვს ჩამოყალიბებული. მხარდაჭერაც დამჭირდება და ჯერ არ ვიცი, ვის მივმართო. მინდა ეს სივრცე სახელმწიფოს დარჩეს. შეიძლება შემდეგ ესტრადის მუზეუმშიც გადაიზარდოს და ვფიქრობ, სახელმწიფოს სჭირდება ამგვარი კულტურული სივრცე“, – განაცხადა ქეთევან წიკლაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები