LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ერთი წელი გავიდა მამის გარდაცვალებიდან და რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ უარესად ვარ… ძალიან დიდი კავშირი მაქვს მამასთან – ქეთი წიკლაური

2824
ქეთი წიკლაური - თემურ წიკლაური

თემურ წიკლაურის შვილი ქეთი წიკლაური ტელეკომპანია POS TV“-ის გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ერთ-ერთი სიმღერა პირველად შეასრულა.

როდესაც ამ სიმღერის გაკეთება გადავწყვიტე, რაღაც მომენტი მქონდა, როდესაც ვფიქრობდი გამეკეთებინა თუ არა. მამა უბადლოდ ასრულებდა ამ სიმღერას და მსმენელს ძალიან უყვარს. მაგრამ, იმდენად მომწონდა და მინდოდა… მთელი მისი რეპერტუარიდან, რატომღაც ეს ბგერაა, რომელიც ჩემს მონატრებას, ჩემს სინანულს და ტკივილს ამ მომხდარის მიმართ გამოხატავდა. ამიტომ შევჩერდი ამ სიმღერაზე. 

ამ სიმღერამ ყველასთვის, რაღაც ნოსტალგიური ნოტები აღძრა…

ერთი წელი გავიდა მამის გარდაცვალებიდან და რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ უარესად ვარ… ეხლა უფრო ვიაზრებ დანაკარგს, უფრო მეტად მაქვს სინანული, მონატრება…

კავშირს, რაც შეეხება ძალიან დიდი კავშირი მაქვს მასთან. ბოლო პერიოდში მესიზმრება ხოლმე“, – აცხადებს ქეთი წიკლაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g