LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქმნის თუ არა დისკომფორტს ერთპარტიულ პარლამენტში მუშაობა: როგორია პოლიტიკოსების პოზიციები

123
3333

მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა, თუმცა მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლებით.

უშედეგო აღმოჩნდა მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი – ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს განაგრძობენ.

საჯარო ხელმოწერა: ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

შექმნის თუ არა დისკომფორტს ერთპარტიული პარლამენტი და როგორ იმუშავებს საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ უმრავლესობით, მოლოდინებზე დღეს დეპუტატები საუბრობენ.

როგორც “ფორტუნასთან” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ აღნიშნა, ამ მოცემულობით, უხერხულობა შეიძლება იგრძნონ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

“ერთადაერთ უხერხულობას ვისაც შეიძლება უქმნიდეს, არიან, რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არ ამართლებენ მათი ამომრჩევლების ნდობას და  ცდილობენ, ისევ შანტაჟითა და ქუჩის აქციებით გავიდნენ ფონს” – განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, რეალურად, მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს და იმედს იტოვებს, რომ ოპოზიცია, საბოლოოდ,  კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს და პარლამენტში შევა.

კუჭავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმებას სწორედ ამ შედეგისთვის მოაწერეს ხელი:

„ჩვენ, 8 მარტის შეთანხმებას იმიტომ მოვაწერეთ ხელი და მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებს, იმიტომ დავუჭირეთ მხარი, რომ დღეს გვენახა ის სურათი, რაც არის – ეს არის 9 პოლიტიკური სუბიექტი, 14 პარტია, რომელიც წარმოდგენილია ამ პარლამენტში”, – თქვა მან.

აქ და ახლა იწყება ახალი საქართველოს მშენებლობა: იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება

ამავე თემაზე ისაუბრა  უმრავლესობის დეპუტატმა და პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ.

„ეს ჩვენთვის არ არის უხერხულობა, მათთვის უნდა იყოს უხერხულობა. პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ადამიანს, რომელიც მოვიდა, დააფიქსირა თავისი პარტია და მისცა მათ ხალხმა ხმა. ისინი დღეს არ არიან, ეს არის პასუხისმგებლობა”, – თქვა ბოლქვაძემ.

მან გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებულ ოპოზიციის პოზიციებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გამოკვლევის და დებატების თემა:

“მე რასაც ვხედავ, არჩეული არ არის ბრძოლის სწორი ხაზი. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის გაყალბებული და პროტესტს გამოხატავენ, უფრო მეტად დებატებში გაამყარონ დოკუმენტებით, კვლევებით”.

ელისო ბოლქვაძემ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და თქვა რომ მოსახლეობას მისი ნდობა აქვს:

“სანამ მოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, მანამდე ვემხრობოდი “ქართული ოცნების” დაბადებას.

მანამდეც ვუყურებდი ბატონი ბიძინას მეცენატობას და საქმიანობას და რა თქმა უნდა, მის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მაქვს.

მას მოსახლეობის ნდობა, რასაკვირველია, აქვს. როგორ შეიძლება მოსახლეობას არ ჰქონდეს მისი ნდობა, – აბა გაიხსენეთ როდის იყო როცა საქართველოს ძალიან უჭირდა, ვინ იყო ხელოვანების და მსახიობების და იმ ადამიანების პატრონი, რომელიც ასე 500, 1000, 2000 ლარს აძლევდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, გაიხსენეთ სამება, გაიხსენეთ ბევრი ის ქველმოქმედება, რაც გაუკეთებია მას სანამ მოვიდოდა”, – თქვა ელისო ბოლქვაძემ.

პარლამენტის წინ კარვების აქცია იმართება: პროტესტის ამ ფორმით, რაღაც გამარჯვებას მივაღწევთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g