LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას დახმარება სჭირდება: „მეშინოდა ყოველთვის, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ თხოვნით მომიწევდა ვინმეს შეწუხება“

1510
დახმარება სჰჭირდება

ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელის, ნიკა სანდოხაძის 2 წლის გოგონას, ნინა სანდოხაძეს დაუსვეს იშვიათი დიაგნოზი: იუვენილური ართრიტი სისტემური დასაწყისით.

საქართველოში ჩატარებულმა ოთხთვიანმა მკურნალობამ სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო, პრეპარატებმა გამოიწვია ძლიერი რეაქცია, რამაც ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა.

პატარა ნინას სასწრაფოდ ესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობა, რადგან ნინას აქვს მაღალი ტემპერატურა, გადიდებულია ღვიძლი, გულის პერიკარდში ჩამდგარია სითხე.

ბავშვს აქვს გამონაყარი და განიცდის სახსრების ძლიერ ტკივილს. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება, დაგვიდგეთ გვერდში, რათა ყველამ ერთად შევძლოთ 2 წლის ნინა სანდოხაძეს გამოჯანმრთელება.“

„მეშინოდა ყოველთვის, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ თხოვნით მომიწევდა ვინმეს შეწუხება. მეგობრებო, ალბათ ყველაზე მეტად მჭირდება თქვენი თანადგომა დღეს, ეს არის შემთხვევა, როცა მშობელს არ მერიდება არავისი, როცა გავაკეთებ შესაძლებელს და შეუძლებელს, იმისთვის რომ ნინა იყოს კარგად ❤️

და მწამს მთელი გულით, რომ ჩემი ოცნების გოგო, ჩემი ძლიერი და ფუმფულა ნინა აუცილებლად გამოჯანმრთელდება და ჩამოვალთ ბედნიერები გერმანიიდან.

ნინა სასწრაფოდ უნდა გადავიყვანო გერმანიაში შემდეგი მიზეზით: საქართველოში ჩატარებულმა ოთხთვიანმა მკურნალობამ სამწუხაროდ შედეგი ვერ გამოიღო, პრეპარატებმა გამოიწვია ძლიერი რეაქცია, რამაც ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და სასწრაფოდ გვესაჭიროება გერმანიის რევმატოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა, ზუსტი დიაგნოზის დასმა სათანადო მკურნალობით, რადგან ნინას აქვს მაღალი ტემპერატურა, გადიდებულია ღვიძლი, გულის პერიკარდში ჩამდგარია სითხე. ბავშვს აქვს გამონაყარი და განიცდის სახსრების ძლიერ ტკივილს. გთხოვთ, როგორც შეგიძლიათ დაგვიდგეთ გვერდში, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ჩემი ოცნების გოგოს გამოჯანმრთელება“. – წერს დედა მარიამ კუტალაძე.

ანგარიშის ნომერი:
თიბისი ბანკი
#GE58TB7854045061100013
მიმღები: მარიამ კუტალაძე

საქართველოს ბანკი:
#GE25BG0000000163049600
მიმღები : ნიკა სანდოხაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები