LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისმა ვარშავა აირჩია – ნახეთ გასული წლის ტოპ 10 ყველაზე პოპულარული ავიამიმართულება

148
flight-cover

2019 წლის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე პოპულარული ავიამიმართულება ვარშავა იყო. შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, გასული წლის მაჩვენებლებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ყველაზე მეტი მგზავრი სწორედ ვარშავას მიმართულებით გაატარა. ქუთაისსა და ვარშავას შორის ავიარესებით 54722 მგზავრმა ისარგებლა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე პოპულარული მიმართულებების TOP- ათეულში მეორე ადგილზე ავსტრიის დედაქალაქი ვენაა. აღნიშნული მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 52319 მგზავრი გაატარა. სამეულშია ბერლინიც 50804 მგზავრით.

რაც შეეხება ათეულს, ის ასეთია: ვარშავა, ვენა, ბერლინი, დორტმუნდი, კატოვიცე, ვილნიუსი, ბუდაპეშტი, მილანი, პარიზი, ბარსელონა.

ცნობისთვის, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სულ 873,907 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42% მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები