LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექიმი გინეკოლოგი დააკავეს

Untitled

ქუთაისში ექიმი მეან-გინეკოლოგი დააკავეს. შ.თ – ს ბრალი ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს.გავრცელებული ინფორმაციით, ის სამშობიარო სახლ „ბომონდის“ ექიმია.

სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება “მორფინის” შემცველი ამპულა ამოიღეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები