LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვემეხებიდან გასროლის გამო, თელავში სახლებს შუშები ჩაემსხვრა

telav

თელავში ინაუგურაციის რეპეტიციას მოსახლეობის დაზარალება მოჰყვა. როგორც დაგეგმილი იყო ქვემეხებიდან ისროლეს, გასროლის დროს გამოწვეულმა ბიძგებმა კი სოფელ კურდღელაურში რამდენიმე ადგილობრივი დააზარალა. კერძოდ ჩაიმსხვრა სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის შუშები.

როგროც დაზარალებულები “კურიერთან” საუბრისას ჰყვებიან, ძლიერი ხმა დაახლოებით 4 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა. სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია.

სოფლის მცხოვრებლები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ქვემეხებია განლაგებული.

მათი თქმით, ადგილზე მყოფმა სამხედროებმა მათ უთხრეს, რომ დაზარალებულთა მონაცემებს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწვდიან.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება, დღეს და ხვალ კი ღონისძიების რეპეტიციაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები