LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ბახტაძის პარლამენტში გამოსვლა გადაიდო

97
baxtaze

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე პარლამენტში მთავრობის საქმიანობის წარსადგენად პარლამენტში მიმდინარე კვირას აღარ მივა.

ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამის მიზეზად ბიუროს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დაასახელა.

“არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება სამთავრობო პროგრამის განხილვა, ახალი თარიღის განსაზრის მიზნით კონსულტაციები დაიწყო და შეიძლება, რიგგარეშე სხდომაზეც დაინიშნოს პრემიერის მოსმენა”, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის რეგლამენტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს უკვე წარედგინა. საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები ხვალ, 28 ივნისს სრულდება.

პოპულარულები