LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია.. რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“ – მარია ზახაროვა ბათუმის აქციაზე 

201
Untitled design (2)

ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო გემის ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოში, რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ეხმაურება და აცხადებს, რომ „საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს „რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს“, რომლებსაც „რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს“.

მისივე განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, საქართველოს მოსახლეობას არ წარმოადგენენ.

ბჟანია: „რუს ტურისტებს თბილ მიღებას ვპირდებით, თუ ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“ ღირსეულად მივიღეთ, ადგილი „ASTORIA GRANDE“-სთვისაც მოიძებნება“

„ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანას, არანაირი კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან მას [აქციას] “ , – განაცხადა ზახაროვამ.

ის, ასევე, ამბობს, რომ აშშ-ის ელჩი თბილისში კელი დეგნანი „პირდაპირ ასწავლის საქართველოს მოქალაქეებს როგორ იცხოვრონ“.

ფოტო აქციიდან: „ბათუმელები“

ცნობისათვის, საკრუიზო ლაინერი „ASTORIA GRANDE“ ბათუმის პორტში პირველად 27 ივლისს შემოვიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

ლაინერი ბათუმის პორტში მეორედ 31 ივლისს შემოვიდა, რომელსაც კვლავ საპროტესტო აქციით დახვდნენ მოქალაქეები – აქციაზე 23 პირი დააკავეს.

ბათუმის პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზა გადაკეტა და ორმაგი ბარიერები აღმართა

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 23 პირი დააკავა

სალომე ზურაბიშვილი: ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g