ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძესთან, საქართველოს აეროპორტების თანამშრომელთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის როლზე და აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე იმუნიზაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უძღვებოდა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.

„საქართველოს აეროპორტებში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამით, პირველ რიგში, მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, მეორე მხრივ კი, ამით თითოეულ აეროპორტში ე.წ. „მწვანე ზონები“ გვექნება. ვფიქრობ, რომ საქართველო გამორჩეული იქნება აეროპორტებში დასაქმებული პერსონალის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით, რაც როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აეროპორტებში თანამშრომელთა მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად ხორციელდება. Ad desktop banner Ad mobile banner

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები