LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გახდა მესტიაში 28 წლის ბიჭის მკვლელობის სავარაუდო მიზეზი – რას აცხადებს გარდაცვლილის დედა

480
BeFunky-collage - 2023-01-02T200401.343

მესტიის სოფელ ეცერში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ორი ადამიანი მოკლეს, ხოლო ერთი კი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა.

შემთხვევა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

როგორც “ფორმულასთან” ერთ-ერთი მოკლულის, გიორგი პაკელიანის დედა ამბობს, ტრაგედია გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

“ყოფილა ჩხუბი მაგრამ იქ არ ვიყავი და არ შევსწრებივარ. მე რომ ჩავედი ჩემს უმცროს ბიჭს, რომელიც დაჭრილია, გიორგი კალთაში ეწვინა და სასწრაფო დახმარებას ითხოვდა,” – აცხადებს გარდაცვლილის დედა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამჟამად ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

მკვლელობა მესტიაში – დაღუპულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები