რა ითვლება კოვიდინციფირებულთან კონტაქტად – ამ თემაზე ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ისაუბრა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას დაიცვან ის წესები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესდა და ამის აუცილებლობა განმარტა.
„კოვიდინფიცირებულთად კონტაქტად ითვლება დადასტურებულ ინფიცირებულთან 10-15 წუთის და მეტი ხანგრძლივობის კონტაქტი, როდესაც ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა. დისტანცია უნდა იყოს 1.5 ან 2 მეტრიანი. ასევე, თუ რომელიმე მხარეს არ უკეთია პირბადე. იმ შემთხვევაში თუ პირბადე გვიკეთია და დაცულია 2 მეტრიანი დისტანცია, თუნდაც დახურულ სივრცეში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია, ხოლო ღია სივრცეში პრაქტიკულად ნულის ტოლია“,-განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.