LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხიბლავთ და რაში იხდიან ყველაზე მეტ ფულს ტურისტები საქართველოში?

296

ღვინო, დუდუკი თუ საკვები? რაში ხარჯავენ საქართველოში შემოსული უცხოელები ფულს. რის გამო იზრდება წლიდან წლამდე, ტურისტების რიცხვი და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის საქართველოში მოგზაურობა.

მშრალი სტატისტიკური მონაცემები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ასე გამოიყურება:

2018 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი შეადგენდა 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე,

საქართველოში ტურისტები ყველაზე დიდ თანხას ხარჯავენ დასვენებასა და კულტურული გართობის მიზნით.

ამას „ფორტუნასთან“ თავად უცხოელი ვიზიტორებიც ადასტურებენ. კიდევ ერთი მომსახურება, რაშიც ტურისტები ფულს იხდიან, სხვადასხვა ტურებია, თბილისისა და საქართველოს მასშტაბით.

ჩვენ მიერ გამოკითხულ ტურისტთა უმეტესობა, თბილისის გარდა, კახეთშიც გეგმავს ვიზიტს, ან უკვე იმყოფებოდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომლიდანაც ტურისტები საქართველოს სტუმრობენ, 2018 წლის მაისის მონაცემებით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+24.5%), აზერბაიჯანიდან (+7.4%),სომხეთიდან (-8.9%) და თურქეთიდან (-2.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +78.6%, გაერთიანებული სამეფო +63.6%, საფრანგეთი +59.7%, იტალია +59.5%, ნიდერლანდები +54.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +354.5%, ჩინეთი +88.7%, ირანი +46.1%,ისრაელი +38.9% და ბელარუსი +33.3%.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g