სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი თავდამსხმელი ჩანს. კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია.
ასევე, ირკვევა, თუ რას მოითხოვს სავარაუდო თავდამსხმელი.
წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძარცველი შეიჭრა: რა ვითარებაა ადგილზე
მისი მოთხოვნებია: აიკრძალოს აზარტული თამაშები,
მედიკამენტებზე ფასების დაწევა მოხდეს.
“შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, ბანკებს მიეცეთ უფლება, 7%-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებს თავდამსხმელი.
შსს წერეთლის გამზირზე მომხდარ თავდასხმაზე განცხადებას ავრცელებს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ბორჯომიდანაა.