LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მსხვერპლი გაიღო დათო გომართელის მეორე მეუღლემ: „აღმოჩნდა, რომ ძალიან ვუყვარვარ, სხვანაირად ასეთ რეჟიმში ცხოვრებას ვერ შეძლებდა…“

777
datogomarteli

დათო გომართელი იტალიაში დიპლომატიური საქმიანობით არის დაკავებული და დიდ დროს სწორედ ამ ქვეყანაში ატარებს, თავის მეორე მეუღლესთან ერთად.

როგორც მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს:

„მეორე მეუღლე იტალიაში ჩემთან ერთად არის. მანაც სრულიად შეიცვალა საცხოვრებელი გარემო და ძალიან უჭირს. დილით სამსახურში რომ მივდივარ, მარტო რჩება სახლში და წარმოიდგინეთ, რა რთულია, რადგან იქ ბევრი მეგობარი და ახლობელი არ ჰყავს. თან, ცოტა ხნის წინ მეორე შვილიშვილი გაუჩნდა, რომელიც თბილისში ჩვენთან ახლოს ცხოვრობს და როცა მანდ ვართ, ძალიან ხშირად ნახულობს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ვუყვარვარ, სხვანაირად ასეთ რეჟიმში ცხოვრებას ვერ შეძლებდა. ძალიან კარგი ადამიანია, ყოველთვის ცდილობს, გვერდით მედგას და ანალოგიურად, მეც ყველანაირად ვცდილობ, მხარი დავუჭირო. ერთმანეთს ყველანაირად ვეხმარებით, სხვანაირად არაფერი გამოგვივა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები