LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ნივთიერებამ “მოწამლა” უმრავლესობის დეპუტატები?

571
80659858-444442029494326-9045033574406815744-o

მოძრაობა “ქვეყნის სამსახურში” ფეისბუქ გვერდზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოყენებული ხსნარის ფოტოს აქვეყნებს. მათი განცხადებით, აღნიშნული სითხე სამედიცინო დანიშნულების ნივთიერებაა ACD – 2F.

საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში”, – წერია “ქვეყნის სამსახურში” ფეისბუქ გვერდზე.

აღნიშნული ნივთიერების სხდომათა დარბაზში დაღვრას სხვადასხვა რეაგირება მოჰყვა. უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის მტკიცებით, ისინი მოიწამლნენ. საჭირო გახდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა დაიწყეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და მინიმუმ 3-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ინციდენტი პარლამენტზე “ქიმიურ შეტევად” შეაფასა.

ფუ, რა სუნია: ვინ მოწამლა ჰაერი პარლამენტში – ბრალი ოპოზიციას ედება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები