LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროცედურით აღფრთოვანდნენ „გრანდ ტურის“ წამყვანები „სამ რაან სპაში“ (ფოტო+ვიდეო)

400
jeremy3

ცნობილი გადაცემის „გრანდ ტურის“ წამყვანები საქართველოს სტუმრობდნენ. მათი გზა საქართველოდან, კერძოდ, ბათუმიდან დაიწყო და აზერბაიჯანით დასრულდა. საქართველოში მათ უამრავი ადგილი მოინახულეს. ქართველი მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა ეპიზოდმა, როდესაც წამყვანები მავთუხლართებთან მივიდნენ და რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე გაამახვილეს ყურადღება…

გადაცემის წამყვანებმა – ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ დრო დასვენებისა და რელაქსაციისთვისაც გამონახეს. როგორც ჯერემი კლარკსონმა გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა: „ამერიკამ მსოფლიოს მისცა ავიაცია, გერმანიამ – ავტომობილი, ბრიტანეთმა – ინტერნეტი… მაგრამ საქართველოს წვლილი ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანამ მსოფლიოს ღვინო მისცა!!!”

ცნობილმა ტელეწამყვანებმა ქართული ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, გადაწყვიტეს, ღვინის აბაზანებიც მიეღოთ და ამისთვის ამ პროცედურით სახელგანთქმულ, რეგიონში საუკეთესო „სამ რაან სპა-ცენტრს“ ესტუმრნენ.

გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ „სამ რაან სპაში“ არის ჩაწერილი, როდესაც ქართულ ღვინოზეა საუბარი, ხოლო კადრში ჩანს, როგორ იღებს ღვინის აბაზანას აღფრთოვანებით ერთ-ერთი წამყვანი…

შეგახსენებთ, რომ „სამ რაან სპა-ცენტრი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახლავთ. ღვინის აბაზანები და სხვა პროცედურები, მათ შორის მასაჟების ნაირსახეობა, მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგიური მომსახურება  შესანიშნავ გარემოში შეგიძლიათ გამოსცადოთ და მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

[R]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g