LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს კოვიდ ინფიცირებულმა ადამიანმა – ინფექციონისტის განმარტება

267
water-1024x672

„Covid19-ის ბინაზე მკურნალობის პირობებში აუცილებელია სითხის მიღება, ოღონდ ადეკვატური რაოდენობით“,- ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ კონკრეტული რაოდენობის სითხის მიღება ყველა ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია ადამიანის წონაზე, სქესზე, ფიზიკურ აქტივობაზე და სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადების გათვალისწინებით.

„აუცილებელია სითხის ადეკვატური მიღება. ყველა შემთხვევა ინდივიაუალურია. ამაზე ხშირად არის დავა, რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ადამიანმა.

ეს დამოკიდებულია ადამიანის აღნაგობაზე, წონაზე, სქესზე, ფიზიკურ აქტივობაზე და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. დაახლოებით 1.5-4 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს ადამიანმა ამ ყველაფრის გათვალისწინებით. რაც შეეხება ქრონიკულ დაავადებებს, ამ დროს სითხის ჭარბად მიღება არ არის რეკომენდებული. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

გარდა ამისა, ინფექციონისტმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ მიიღონ ანტიბიოტიკები, ჰორმონები, რომელიც ხელს უწყობს სიხლის შედედებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები