დანიას სურს სმარტფონები აკრძალოს. დანიური ორჰუსის უნივერსიტეტის პედაგოგებმა 32 სტუდენტს მოუწოდეს გაკვეთილების მსვლელობისას ტელეფონები ჩანთებში გამორთულ მდგომარეობაში დაეტოვებინათ.

მრავალი მათგანი იდეას თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდა, რადგან მიაჩნიათ, რომ საკმარისად დიდები არიან გადაწყვეტილების მისაღებად და თავადაც შეუძლიან განსაზღვრონ სად შეინახონ ტელეფონები.

თუმცა, ერთი სემესტრის შემდეგ, იმ კლასის შედეგებმა, სადაც მობილური ტელეფონი აკრძალული იყო, დაადასტურა, რომ ექსპერიმენტი შედგა.

„სტუდენტები უფრო მოტივირებულები იყვნენ ვიდრე სხვები, უფრო კონცენტრირებულები გაკვეთილებისას და მეცადინეობის პროცესისგან უფრო მეტ სიამოვნებას იღებდნენ“ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა.

უნივერსიტეტის პედაგოგები ექსპერიმენტის ჩატარებას სხვა კლასებშიც გეგმავენ.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05