LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეემთხვა ტელეწამყვან შაინინას საქართველოში: „ჩემი და ჩემი შვილების ფოტოებს ჯვრები ჰქონდა დასმული, თვალები – ამოთხრილი…“

236
შაინინა მთავარზე

პოპულარული ტელესახე, ნინო ბარათაშვილი, მეტსახელით შინინა, ორი წელია, რაც ამერიკაში გაემგზავრა და იქ თავშესაფარი მოითხოვა. წასვლას წინ უძღოდა შემაშფოთებელი, მეტიც, საშიში ამბავი, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა. თბილისში, ნინოს მშობლების ყოფილ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და დაარბიეს. საქმე დღემდე გაუხსნელია. ამის შემდეგ ნინო ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა და იქ თავის ახლანდელ მეუღლეს შეხვდა.

ნინო ბარათაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს უცნაურ ამბავს, რომელიც თბილისში გადახდა:

„ჩემი სახლი გატეხეს არა გასაქურდად, არამედ გასანადგურებლად, სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამას, რადგან ყველაფერი, რაც სახლში იყო, ნამსხვრევებად აქციეს. განსაკუთრებით  შემზარავი იყო ფოტოსურათების ნახვა, ჩემი, ჩემი შვილების სურათებს წითელი საღებავი ჰქონდა გადასხმული, ჯვრები დასმული, თვალები ამოთხრილი, თითქოს მიმანიშნებდნენ, რომ ისევე გამისწორდებოდნენ, როგორც ამ სურათებს…

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა. ვერ ვიგებდი, საფრთხე საიდან მემუქრებოდა. ქუჩაში გასულსაც საშინელი შეგრძნება მეუფლებოდა, მეგონა, მითვალთვალებდნენ და მოკვლას მიპირებდნენ. ასეთ პირობებში ნამდვილად ვერ დავრჩებოდი ჯანმრთელი, შვილებმა და მეგობრებმა მირჩიეს, აქაურობას გავრიდებოდი, ასე გადავწყვიტე წასვლა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები