LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა შეთანხმებაზეა საუბარი? არანაირი წინსვლა არ არის და არ იქნება, სხვა პროცესი მიდის” – რას წერს დემურ გიორხელიძე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

493
Untitled design (4)

ექსპერტი დემურ გიორხელიძე რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ არანაირი წინსვლა არ არის და არც იქნება.

გიორხელიძე აღნიშნავს, რომ ქართულ მედიასაშუალებებში თითქოსდა შეთანხმებებთან დაკავშირებით “იდიოტური გნიასია ატეხილი” და  რეალურად, სულ სხვა პროცესი მიდის:

“რა შეთანხმებაზეა საუბარი, ვინ ვის შეუთანხმდა, კარგად ვერ გავიგე? საიდან მოიტანა ამ ამ წუმპე-ტელევიზიებმა, წუმპე “პოლიტიკოსებმა” და წუმპე “ექსპერტებმა”.

რა იდიოტური გნიასია ატეხილი! სად ხდება ის, რაც ქართულ წუმპე-ტელევიზიებში გადმოსცემენ?!

ენტონი ბლინკენი ვერ ხედავს ვერანაირ წინსვლას მოლაპარაკებებში – და ეს სრულიად გასაგებია, რადგან არანაირი წინსვლა არ არის და არანაირი წინსვლა არ იქნება – შეუძლებელია იყოს. სხვა პროცესი მიდის.

აშშ-მ განაცხადა (უკრაინის სურვილზე), რომ მას ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული, შეუძლია თუ არა გასწიოს გარანტორის როლი უკრაინისათვის.

ქართულ ტელევიზიებს მხოლოდ ქართველები უყურებენ! ასეთი ინფორმაციების მიზანი რა არის?!”, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

უკრაინამ მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა – რას აცხადებენ მხარეები

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g