LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეთავაზება მიიღო ანა ტყებუჩავამ მას შემდეგ, რაც „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება შეჩერდა: „ახლა ძიებისა და ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში ვარ….“

233
ანა ტყებუჩავა ფორტუნა

ანა ტყებუჩავა ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს, რა საქმიანობს მას შემდეგ, რაც მისი პერსონაჟი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ და მთლიანად სერიალი იძულებითი პაუზის რეჟიმშია და გადაღებები შეჩერებულია:

„შემოთავაზება მაქვს, ახალგაზრდებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. არ მინდა, ამას ლექციის ფორმა ჰქონდეს. ახლა ძიებისა და ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში ვარ. ბუნებრივია, შემეცნებითი ხასიათი ექნება. ახლახან დავიწყე „ფორმულას“ დილის ეთერში ჩემი რუბრიკა. რამდენიმე წუთი კანის მოვლასა და კულტურაზე ვსაუბრობ. მაქვს კოსმეტოლოგებთან კონსულტაციები. ეს რუბრიკა ძალიან ჰგავს გარემოს, როცა გოგონები ერთმანეთს გამოცდილებას მეგობრულად უზიარებენ და არა ტერმინებით, არამედ მარტივ, გასაგებ ენაზე ვსაუბრობ.

„ჩემი ცოლის დაქალების“ დაპაუზებით მოგებული იქნებიან თქვენი შვილები, არა?

რასაკვირველია, აღარ უნდათ, დედა სადმე წავიდეს, სადაც დავდივარ, ისინიც დამყავს და ამით ძალიან ბედნიერები არიან…“

ანა ტყებუჩავა რთულ პერიოდზე: „ავირიე, ძვირფასი ადამიანები დავკარგე, რეალობიდან გაქცევა მინდოდა…“

ანა ტყებუჩავა: „ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს… ძალიან ძლიერი მუშაობა მიდის, რომ „ჩემი ცოლის დაქალები“ გადარჩეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g