LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვები მოიხსნება პირველი თებერვლიდან

543
FORTUNA.GE- (2)

1 თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება, ნაწილი კი პირველ მარტამდე გახანგრძლივდება. დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრა მაია ცქიტიშვილმა.

1 თებერვლიდან – ბათუმში, ზუგდიდში, გორში ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება.

1 თებერვლიდან  – თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

1 მარტიდან – თბილისში დაგეგმილია  სკოლების და ტრანსპორტის აღდგენა.

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.

აჭარაში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, აქედან გამომდინარე, აჭარაში 1 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა, თუმცა შეზღუდული რჩება ქორწილები, სარიტუალო მომსახურება და დიდი წვეულებები.

სხვა რეგიონებში კვების ობიექტები და რესტორნები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით, იმ შეზღუდვებისა და წესების დაცვით, რაც დღეისთვის მოქმედებდა.

საბავშვო ბაღების აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1 მარტიდან.

1 მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან დილის 5:00 სათამდე.

იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში იწყებს ფუნქციონირებას და დაკომპენსირდეს გაზრდილი მობილობა, თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები და მაღაზიები იმუშავებენ დისტანციურ რეჟიმში.

 

რესტორნები კვლავ დახურული რჩება – მთავრობა

საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა 1-ლი მარტიდან იგეგმება: მაია ცქიტიშვილი

სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება

გადაწყვეტილება მიღებულია: სავაჭრო ობიექტები შაბათ -კვირას არ იმუშავებს

 

magti 5g