LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თანხები გამოყვეს მოსახლეობის დასახმარებლად და როგორია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმა

3158
ანტი

საქართველოს ხელისუფლებამ  ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარმოადგინა.

ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი მტკიცებით, თანხები გაცილებით კარგად შეიძლებოდა, რომ გადანაწილებულიყო.

რა შეღავათები მივიღეთ და შეზღუდვების რა ეტაპებს გავივლით: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

რა წარადგინა დღეს გახარიამ - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

„ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორია ანტიკრიზისული გეგმა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და რა პაკეტები შესთავაზეს სხვა ქვეყნებმა მოსახლეობასა და ბიზნესს.

აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეკონომიკის სტიმულირება 2, 5 მილიონი მანათით მოეხდინა. ეს დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარია. პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებლად მობილიზდება დამატებითი რესურსებიც.

აზერბაიჯანში ფინანსურ დახმარებას მიიღებს დაახლოებით 600 ათასი ადამიანი, რომლებმაც პანდემიის პერიოდში დაკარგეს სამსახური. ისინი ორი თვის განმავლობაში 224 დოლარს მიიღებენ, რაც საარსებო მინიმუმს უტოლდება.

საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მეწარმეებზე, რომლებიც დაზარალებულ სექტორებში მუშაობენ. დღგ-სგან გათავისუფლდება სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები. დაზარალებული მიკრომეწარმეები, ქონებისა და მიწის გადასახადს არ გადაიხდიან.

სტუდენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მიიღებენ დაფინანსებას სწავლის გასაგრძელებლად.

 

თურქეთში ეპიდემიური კრიზისის დასაძლევად სახელმწიფომ 100 მილიარდი თურქული ლირა გამოყო. ეს არის დაახლოებით 15, 4 მილიარდი დოლარია. აქედან 11, 5 მილიარდი დაიხარჯება ფისკალურ ზომებზე. 3,5 მილიარდი გადაეცემა საკრედიტო გარანტიების ფონდს.

მოკლევადიან დახმარებაზე 2 მილიონზე მეტი განაცხადი შევიდა. მთავრობა გაისტუმრებს ჯანმრთელობის დაზღვევის ვალდებულბებსაც. ბანკებმა სამი თვით გადაუვადეს პანდემიით დაზარალებულ კომპანიებს გადასახადი.

 

სომხეთში ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ოჯახები, სადაც არც ერთი მშობელი აღარ მუშაობს. 14 წლამდე, თითოეულ შვილზე 208 დოლარი ერთჯერადი დახმარება გაიცემა.

ერთჯერადად 142 დოლარს მიიღებენ ადამიანები, რომლებმაც პანდემიის შედეგად სამსახური დაკარგეს.

კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ 2-დან 50-მდე დასაქმებული, მიიღებენ ერთჯერადად გრანტს, ყოველ მეხუთე დასაქმებულის ანაზღაურებას სახელმწიფო გადაიხდის.

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს სომხეთში წვდომა ექნებათ სესხზე 50 მილიონი დრამის ოდენობის. მსესხებელი გადახდას ექვსი თვის მერე დაიწყებს.

სომხეთში კომუნალურ გადასახადზე ერთჯერად 50% და 30 % -იან შეღავათს მიიღებენ. შეღავათის ზომა განისაზღვრება თებერვლის თვის კომუნალური დანახარჯით.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები