LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვიდეოებს აქვეყნებს მანანა თოდაძე: „ივერიაში“ მისვლამდე, როკმომღერალი ვიყავი!“

630
mananatodadze23021

„ივერიაში“ მისვლამდე, როკმომღერალი ვიყავი! როგორ ფიქრობთ, უნდა გამეგრძელებინა ამ ჟანრში მოღვაწეობა? თქვენგან სიმართლე და კრიტიკა მინდა, ჩემო უერთგულესო მეგობრებო!“- წერს ცნობილი მომღერალი, მანანა თოდაძე და აქვეყნებს ორ ვიდეოს არქივიდან, სადაც ჩანს, როგორ ასრულებს ის როკსიმღერებს. მომღერალი ასევე შესაბამისად არის გამოწყობილი. ვიდეოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მის მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს შორის. მომღერალს სწერენ, რომ „ივერია“ მის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, თუმცა მანანა თოდაძის ნიჭიერება ყველა ჟანრში ბრწყინავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები