LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც მამაჩემი ამ სენს შეეწირა, ლეიკემიასთან ბრძოლაში ჩავერთე – დახმარება ძმებისთვის, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობენ

582
kekelidzeee

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დაეხმარა ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ტაქსაობენ.  

ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, შუახნის ქალმა დიდი ხნის ნაგროვები ფული აჩუქა

"გადმომცა სუნამოს ფლაკონო და მეუბნება, შვილო, მე ტაქსი არ მჭირდება, აი ამას კი დიდი ხანია ვაგროვებ, არც ვიცი რამდენია, მაგრამ შენ უფრო გჭირდება ისეთი საქმისთვის აგროვებ"

ქართველიშვილების ტაქსი მან პროექტ ეკვილიბრიუმის ფარგლებში ნავაზის ბიბლიოთეკაში ახალი წიგნების ჩასატანად დაიქირავა.

გარდა ამისა, ძმებს პროექტის პარტნიორი “გალფიც” დაეხმარა და ძმებს ორივე, საკუთარი და ნათხოვარი მანქანისთვის ათი დღის სამყოფი საწვავი გამოუყო.

კეკელიძე ამბობს, რომ ლეიკემიასთან ბრძოლაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ამ დაავადებამ მისი მამა იმსხვერპლა.

“მას მერე, რაც მამაჩემი ამ სენს შეეწირა, გადავწყვიტე, ლეიკემიასთან ბრძოლაში, ვისაც კი შემეძლო და რაც, დავხმარებოდი.

ყველა ომი მოვიგეთ. ცხადია, არცერთი არ გაგვიხმაურებია. აქ საჭიროა და ვახმაურებთ.

თანაც ეს ბრძოლაც გამარჯვებით დასრულდება – დღეს დედის სიცოცხლისთვის მებრძოლი ძმების ტაქსი დავიქირავეთ და სოფელ ნავაზის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები ჩავუტანეთ.

ნიკამ წაგვიყვანა. ეკვილიბრიუმის მთავარმა პარტნიორმა ,,გალფმა” კი ძმებ ქართველიშვილებს ორივე მანქანისითვის, სულ მცირე, ათი დღის სამყოფი ბენზინი გამოუყო,” – წერს გიორგი კეკელიძე.

ტაქსი მაიასთვის – შვილები დედის გადასარჩენად ფულს ასე აგროვებენ

54 წლის ქალი ამჟამად თურქეთში, Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც ამ ეტაპზე 150 000 დოლარი ჯდება. ამ თანხის შესაგროვებლად ოჯახს არ გააჩნია საკმარისი სახსრები. 

ძმებს, რომლებიც დედის გადასარჩენად ფულს აგროვებენ, ჯაბა კანკავა დაეხმარა

არასდროს დაგივიწყებთ ამ სიკეთეს ჩემთვის ასეთ მძიმე წუთებში!

გარდა ტაქსის მძღოლობისა, ოჯახისთვის გახსნილია საქველმოქმედო ანგარიში:

ანგარიშის ნომერია :

საქართველოს ბანკი GEL EUR USD GE95BG0000000161310779

TBC ბანკი GEL EUR USD

GE28TB7739345064300013 TBC

PayPal: [email protected]

მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის T 0901701494

მიმღები რატი ქართველიშვილი

პ/ნ 01019072195

ტელეფონის ნომერი: 591 819 819

ბიჭებს, რომლებიც ტაქსაობით დედის გადარჩენას ცდილობენ, დურგალი ძმები დაეხმარებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები