LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რაც მეტი იცის ადამიანმა, მით უფრო აბნევს ცხოვრება და რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო შეშლილია” – ჯორჯ ორუელის ცნობილი გამონათქვამები

16899
FORTUNA. GE (1)

იგავის „ცხოველების ფერმა“ და ანტიუტოპიური რომანის „1984“ ავტორის ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებმა პირველ რიგში თხრობის მარტივი სტილით და ტოტალიტარიზმის მწვავე კრიტიკით მოიპოვეს პოპულარობა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჯორჯ ორუელის ცნობილ ფრაზებს:

საუკეთესო წიგნები იმას გეუბნებიან, რაც თვითონაც კარგად იცოდი, თუმცა ვერ ხვდებოდი.

თუ უმცირესობაში ან სრულ მარტოობაში აღმოჩნდი – ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეშლილი ხარ.

ნამდვილი თავისუფლებაა ისაა, როცა იმას ეუბნები ადამიანებს, რისი მოსმენაც არ უნდათ.

ყოველი ახალი თაობა დარწმუნებულია, რომ წინაზე ჭკვიანი და შემდეგზე ბრძენია.

თანამედროვე ცხოვრების „სიკეეთებს“ შორის იმდენი ბოროტებაა, თავისდაუნებურად კითხვა გიჩნდება – ნუთუ ომი ამაზე საშინელია?

შეიძლება იყო მდიდარი და შეიძლება საკუთარი ნებით თქვა უარი ქონებაზე. შეიძლება გქონდეს ბევრი ფული და შეიძლება გძულდეს ფული, მაგრამ ძალიან სახიფათოა, როცა ფულს ეთაყვანები, რომელიც არ გაქვს.

ყველას უნდა იყოს კარგი ადამიანი, მაგრამ არა ყოველთვის და არა ყველასთან.

ადამიანი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა არ ისახავს მიზნად გაბედნიერებას.

იმის დასანახად, რაც ცხვირწინ გაქვს, ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებაა საჭირო.

იმ ბრიყვულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ერთი ადამიანის მოკვლა დანაშაულია, საცხოვრებელ კვარტალში ბომბის ჩამოგდება და ათასობით ადამიანის განადგურება კი – ნორმალური. ზოგჯერ მგონია ჩვენი პლანეტა საგიჟეთია, სადაც სხვა პლანეტიდან გზავნიან შეშლილებს.

ძალაუფლება – არა საშუალება, არამედ მიზანია. დიქტატურა არასდროს მყარდება რევოლუციით მოპოვებულის შესანარჩუნებლად, რევოლუცია ყოველთვის დიქტატურის დასამყარებლად ეწყობა.

კაცობრიობა მთავარ არჩევანს თავისუფლებასა და ბედნიერებას შორის აკეთებს. ადამიანთა უმრავლესობა თავისუფლებაზე ლაპარაკობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბედნიერებას ირჩევს.

რაც მეტი იცის ადამიანმა, მით უფრო აბნევს ცხოვრება და რაც უფრო ჭკვიანია, მით უფრო შეშლილია.

ყველაზე საზარელი მონობა ისაა, რომელიც თავისუფლებას ჰგავს.

ის, ვინც წარსულს მართავს, მომავალიც მის ხელშია. ის, ვინც აწმყოს მართავს – წარსულიც მის ხელში იყო.