საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პრეზიდენტის მოლოდინში არიან. როგორც დეკანოზი ანდრია განმარტავს, პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით უკვე მიმართეს.

„უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს მიერ დაყენებული მრავალი შუამდგომლობებიდან დაკმაყოფილებული არის მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 5%. ეს ფორმატი აქვს საპატრიარქოს, რომ შუამდგომლობა დააყენოს, სხვა ფორმატი ამის იქით არ გვაქვს. ამიტომ, უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯაღმაიძე ასევე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის მხოლოდ შუამდგომლობის დაყენება შეუძლია:

„ეკლესიას ნუ განვიხილავთ, როგორც რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციას, რომელსაც შეუძლია, რომ მერე კიდევ რაღაც პროტესტები მოაწყოს და კარვები გაშალოს, მსგავსი რამ არ იქნება. ჩვენ მივმართეთ და ეს არის ფორმატი, რაც შეგვეძლო რომ გაგვეკეთებინა“.

დღეს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, მისმა ძმამაც გააკეთა განცხადება. თოპნიკე მამალაძეს პოზიტიური მოლოდინი აქვს.

თორნიკე მამალაძე: ვნახავთ, წავა თუ არა პრეზიდენტი ეკლესიის წინააღმდეგ

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05