LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში ახალგაზრდის მკვლელობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

403
ლასო-აბუთიძე

ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“პროკურატურამ ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს და ვ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა. 

ამბროლაურში 29 წლის კაცი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს

როგორც ცნობილია, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ღამის საათებში, ამბროლაურის რაიონის სოფელ აგარაში, მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვით მოკლეს ლ.ა. სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს.

მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ.

პროკურატურამ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ვინ არის ბიჭი, რომელიც დღეს ამბროლაურში საკუთარ სახლთან გაგუდეს – მკვლელობის ახალი დეტალები

შეგახსენებთ, გარდაცვლილი 29 წლის ლასო აბუთიძეა, რომელიც ამბროლაურში კოტეჯს ფლობდა. მას კონფლიქტი იმერეთიდან ჩამოსულ დაქირავებულ მუშებთან მოუვიდა.

როგორც ცნობილია აბუთიძემ კოტეჯი გოგონებზე გააქირავა, რომლებიც მუშებმა შეავიწროვეს და კოტეჯის მეპატრონეს დახმარება სთხოვეს. ადგილზე მარტო მისული აბუთიძე მუშებმა გაგუდეს [წინასწარი ინფორმაციით] ფაქტის თვითმხილველები არიან გოგონები, რომლებსაც კოტეჯი ჰქონდათ ნაქირავები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები