LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში ერთადერთი მაღალი კლასის სასტუმრო დაიხურა

1936
118316085-3216615491748372-3730884980586307635-n

რაჭაში ერთადერთი მაღალი კლასის სასტუმრო დაიხურა – საუბარია „სანსეტ შოვზე“, რომელსაც, ადგილობრივების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულშიც არ უმუშავია.

ონის მერი დავით ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ადასტურებს, რომ „სანსეტ შოვი“ ამ დროისთვის არ მუშაობს, მიზეზი კი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. რაც შეეხება კითხვას, როდის განაახლებს „სანსეტ შოვი“ ფუნქციონირებას, ონის მერს პასუხი არ აქვს. ის ამბობს, რომ ზოგადად, ეს სასტუმრო სეზონურად იღებდა დამსვენებელს და ოქტომბერ-ნოემბერში ისედაც იხურებოდა ხოლმე.

შეგახსენებთ, „სანსეტ შოვი” პირველი ევროსტანდარტების მქონე სასტუმრო იყო რაჭაში, რომელმაც სტუმრების მიღება 2013 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ტყის პირას მდებარე სასტუმრო დამსვენებლებს კომფორტულ დასვენებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდებოდა. მომსახურების მაღალი ხარისხი, უგემრიელესი ქართული თუ ევროპული კერძები, რაჭის ულამაზეს ბუნებაში დასვენება და გართობა – ამ ყველაფრის გამო, „სანსეტ შოვს“ ზაფხულობით უამრავი ადამიანი სტუმრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები