„არის რისკები, რომ ფაიზერის ვაქცინა იმდენი რაოდენობით ქვეყანაში არ იქნება”,- ეს განცხადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას გააკეთა.
ის მეგობრებს მოუწოდებს, აიცრან, რადგან 1 თვეში ფაიზერის ვაქცინა ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
“რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვამბობ, მერე უნდა ვინერვიულო და ჩემი ნერვიულობით სიტუაცია არ იცვლება. ვინც ხართ ჩემი მეგობრები, მიყურებთ და მისმენთ, ერთ პატარა რჩევას მოგცემთ, აიცერით, სანამ ვაქცინა არის.
ანტივაქსერებისმთელი არმია ხომ მისმენს და თუ არ იცრებიან, ნუ აიცრებიან. ზოგი ჭირი მარგებელია, ისინი მაინც არ აიცრებიან, თავი დაანებეთ, როცა გამოფხიზლდებიან მერე მოუწევთ სპუტნიკით, ან ჩინურით აცრა და ვინც ჩემი მეგობრები ხართ, ეს ბოლო გაფრთხილებაა, აიცერით, თქვენ გაქვთ ეს ერთი თვე, აიცერით ფაიზერით და მოითხოვეთ ის”- ამბობს ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე.