LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გააუფასურა ლარი – ფინანსთა მინისტრის განმარტება

173
1547118734-60

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ვარდნას საგარეო ფაქტორებით ხსნის. მაჭავარიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება სწორედ თურქეთის ფაქტორია.

„რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია… რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიცააა. ზუსტად ამიტომ ჩვენ უკვე 1 წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დამოკიდებული დოლარზე; მათ შორის პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ მაგალითად, იპოთეკურ სესხებზე, ეს ემსახურება იმას, რომ სწორედ აი, ამ ტიპის რყევები, რომელიც ყველგან ხდება, მით უმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში, ამ რყევების მიმართ რომ იმუნიტეტი გვქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას, დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ზუსტად ის ნაწილი კი, ვისაც დოლარში აქვს სესხი და ყველაზე მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ. წლიდან წლამდე ეს დამოკიდებულება შემცირდება; ალბათ სრულად ვერ გაქრება, რადგან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეზერვო ვალუტა, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ შევარბილოთ ამ რყევების ეფექტი “, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები