LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობენ “ოცნებიდან” წასული დამოუკიდებელი დეპუტატები

117
გახარიას ახალი გუნდი

პარლამენტის ექვსმა წევრმა პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა. მმართველი გუნდიდან წასულმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დღეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს – პარტია დაეტოვებინათ და ამის მიზეზად “ოცნების” პოლიტიკური დღის წესრიგი დაასახელეს.

დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს აღარ შეესაბამება.

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს

დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, არსებული პროცესები იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა,  გახარიას ლიდერობით ჩამოყალიბებული გუნდი მოემზადება და  ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

“ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს  და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში. იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და განმუხტავს ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, “- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

“ოცნებიდან” წასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა,  ბექა ლილუაშვილმა კი თქვა, რომ ალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს აღარ შეესაბამება.

“რამდენიმე თვეა, ვაკვირდებით რადიკალიზაციით გაჯერებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანის, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ენერგია მიმართული უნდა იყოს მოქალაქეების და მათი ოჯახების ყოველდღიურ სოციალურ გამოწვევებზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, ჯანდაცვის გამოწვევებზე.. სამწუხაროდ ეს, ასე არ ხდება, – განაცხადა  ლილუაშვილმა.

დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა და აღნიშნა, რომ მათ გადაწყვეტილება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მიიღეს. როგორც ბუჩუკურმა თქვა, დღეიდან გუნდი პარტიის მშენებლობის აქტიურ ფაზას იწყებს.  დეპუტატმა ისიც დაამატა, რომ ეს გადაწყვეტილება  „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მოულოდნელი არ არის.

“რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი გახარიასთან ერთად უახლოეს მომავალში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ -მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტიის შექმნა დააანონსა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი 31 მარტს, ზუგდიდში დააფუძნებდა პარტიას, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g