LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია”- დოლიძის თქმით, ბინა, სადაც დედა ცხოვრობდა, გაქურდეს

153
BeFunky-collage (6)

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ ბინა, სადაც მისი დედა ცხოვრობდა, გაქურდეს.

როგორც დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, გაქურდვის ფაქტი კითხვას აჩენს.

“ბინა სადაც დედაჩემი ცხოვრობს გაქურდეს გუშინ ღამე. ზუსტად რას ეძებდნენ პენსიონერი ქალის ერთოთახიან ბინაში გაუგებარია. ბინა რეესტრშიც და დეკლარაციაშიც ჩემ სახელზეა. “- წერს დოლიძე.

“ფორტუნა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

 

https://www.facebook.com/Drannadolidze/posts/733394467420092

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები