LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება ოჯახის ახლობელი ორსული ქალის მკვლელობაზე: „ჰქონდა ჰალუცინაციები. ელანდებოდა, რომ კლავდნენ…“

2194
shotasixarulidenews

22 დეკემბერს ვარკეთილში საზარელი შემთხვევა მოხდა – ქმარმა ორსული ცოლი მოკლა. ამ შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს შოთა სიხარულიძე და აღნიშნავს, რომ ეს პოსტი მას ოჯახის ახლობელმა მისწერა:

ვარკეთილში ქმარმა ორსული ცოლი მოკლა

„არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა. დააზუსტეთ ფაქტი და მერე დაწერეთ. ამ ოჯახს ახლა არ სცალია, თორემ ყველას პასუხს მოგთხოვთ. თავის დროზე ამ ცრუ ინფორმაციებით. ბიჭს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. გაბრუებულია მთელი საქართველო, რა შემოაქვთ, რას ეწევიან, რას სვამენ, კაცმა არ იცის. ცუდი ამბავი შეემთხვა. რამდენიმე თვე იყო ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეშ. ჰქონდა ჰალუცინაციები. ელანდებოდა, რომ კლავდნენ. გარბოდა სახლიდან. ეს გოგოც წასული იყო, რადგან არაადეკვატური ქცევები ჰქონდა ბიჭს, მაგრამ დაბრუნდა. ნეტავ, ექიმებს თავის დროზე ემოქმედათ სათანადოდ. დაეწვინათ. ემკურნალათ. ღმერთო, ეს რა უბედურებაა“.

შოთა სიხარულიძის გვერდი ასევე აქვეყნებს კიდევ ერთ პოსტს ამ თემაზე:

„ცოცხლად მკვდარია ემიგრანტი დედა… ძალიან უყვარდა გოგას ქეთა, საოცარი სიყვარულის მომსწრე ვიყავი, ეს რა მოხდა, გოგას დედა დღეს მიფრინავს იტალიიდან, ემიგრანტ დედას დაენგრა ოჯახი თავზე…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები