LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერს საერთაშორისო მედია ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე

193
BeFunky-collage (5)

ზუგდიდი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ ექცევა. “საქართველოს ბანკზე” განხორციელებულ თავდასხმას და მძევლების აყვანას: “Evronews-ი”, “The Washington Post -ი”, “Reuters -ი, ასევე ბერძნული, რუსული და უკრაინული გამოცემები აშუქებენ.

შეირაღებული პირი მძევლად იყვანს 20 ადამიანს ქართულ ბანკში და ითხოვს 500 000$-ს – ამ სათაურით აქვეყნებს საერთაშორისო გამოცემა Reuters  სტატიას და წერს, რომ ტერორისტი იდენტიფიცირებული არ არის.

სპეცოპერაციის შესახებ წერს, ბრიტანული The Telegram-ი და The Guardian-ისტატიაში ნახსენებია, რომ გათავისუფლებული მძევლებიდან ერთი ფეხმძიმე ქალია.

თავდამხმელს აყვანილი ჰყავს 19 მძევალი, ვრცელდება კადრები, სადაც მძევლები იატაკზე სხედან, სამხედრო ფორმაში ჩაცმული თავდამსხმელი კი ავტომატითა და ხელყუმბარითაა შეიარაღებული,” – წერს “The Washington Post -ი”.

usnews წერს, რომ თავმდამსხმელმა სატელევიზო არხის მეშვეობით გააჟღერა თავის მოთხოვნი, სადაც ის 500 000$-ს ითხოვს, გამოცემა წერს, რომ არ არის დააკონკრეტებული რამდენი ადამიანი იყო მძევლად აყვანილი.

სპეცოპერაციაზე ცნობებს ავრეცლებს ფრანგული გამოცემაც.

ზუგდიდში მიმდიანრე მოვლენებზე წერს გამოცემა the star, სადაც ნათქვამია, რომ გამტაცემებლი ნახევარ მლიონ დოლარს ითხოვს. გამოცემა წერს, რომ ამ დრომდე ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

რა ხდება ზუგდიდში – განახლებადი ინფორმაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები