LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ იყენებს ამიკო ჩოხარაძე ბერასთან და კახა კალაძესთან მეგობრობას

4575
NEWS10221

იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება იმის შესახებ, რატომ არ იყენებს მეგობრობას ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერასთან და თბილისის მერთან, კახი კალაძესთან:

„ბერასთან მეგობრობას პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილავდი, ეს დიდი შეცდომაა. ჩემი და ბერას მეგობრობა პოლიტიკასთან არაფერ შუაშია. ჩვენ პოლიტიკამდეც ვმეგობრობდით და მერეც. დღემდე დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ბედნიერებას ვუსურვებ მის მეუღლესა და არაჩვეულებრივ ბერუკასთან ერთად. ადამიანები პოლიტიკაში საერთოდ არ იყვნენ და მე მათთან ვმეგობრობდი. კახი კალაძესთან ხანგრძლივი ურთიერთობა მაკავშირებს. შეიძლება, გადამკვდარი ძმაკაცები არ ვიყოთ, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ, ვმეგობრობთ და როდესაც კახის გვერდში დგომა სჭირდება, ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ბევრჯერ დამინახავს მის მიერ გადადგმული კარგი ნაბიჯები. ძალიან ბევრ გაჭირვებულს დაეხმარა, ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა. ჩემთვის ის კარგი ადამიანია და კარგ ადამიანებს ყოველთვის გვერდით ვუდგავარ.

ამიკოს თუ დასჭირვებია მათი თანადგომა?

მე პირადად არ ვიზამდი ასეთ რამეს, რომ მერე ვინმეს ეთქვა, სადღაც ზემოდან მოუგვარესო. მსგავსი თემები არ მომწონს და რაც მომწონს, იმას არ ვაკეთებ. მათი მხრიდან გვერდში დგომა გამოიხატება მაგალითად, კონცერტების გაკეთებაში, სადაც მე დამიძახებენ, როგორც წამყვანს. ეს არის ჩემთვის გვერდში დგომა. სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და არა მხოლოდ საქართველოში. ბერა არ არის ჩემი ერთადერთი მეგობარი, რომელსაც კარგი მატერიალური შესაძლებლობა ააქვს. ასეთები სხვებიც არსებობენ და მე მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები